Accessibility links

ეკვადორის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი ლიდერობს


ეკვადორის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტის რაფაელ კორეას გამარჯვება მისმა მთავარმა კონკურენტმა გილიერმო ლასომ აღიარა. წინასწარი მონაცემებით, პირველი ტურის შემდეგ კორეამ ხმათა თითქმის 57 პროცენტი მოაგროვა. მისმა მთავარმა მეტოქემ, ყოფილმა ბანკირმა, ლასომ, 23 პროცენტი მიიმხრო. ახალი საპრეზიდენტო ვადის მთავარ ამოცანად, მოქმედმა პრეზიდენტმა, 48 წლის სოციალისტმა, სიღარიბესთან ბრძოლა დაასახელა. მას ოპოზმიცია ქვეყანაში დიქტატურის დამყარების მცდელობაში ადანაშაულებს. .
XS
SM
MD
LG