Accessibility links

კარლა დელ პონტეს სირიის საქმის საერთაშორისო სასამართლოსთვის გადაცემა სურს


გაეროს გამომძიებელმა, კარლა დელ პონტემ განაცხადა, რომ „დროა“ სისხლის სამრთლის საერთაშორისო სასამართლომ განიხილოს სირიაში ჩადენილი საომარი დანაშაულები. დელ პონტე, გაეროს ყოფილი პროკურორი და გეროს მანდატით მოქმედი, სირიის კონფლიქტის საგამოძიებო კომისიის წევრია. მან ორშაბათს განაცხადა, რომ კომისია მოითხოვს საერთაშორისო საზოგადოებისგან, გამოიკვლიოს სასამართლომ სირიაში ჩადენილი ძალადობის ფაქტები. კომისიამ ახლა, კონფლიქტის დაწყებიდან ორ წლის გასვლის შემდეგ გამოქვეყნა ანგარიში. ანგარიშის მიხედვით, საომარ დანაშაულს, სხვათა შორის მკვლელობას და წამებას, სჩადიან მეამბოხეებიც და მთავრობის ჯარიც.
XS
SM
MD
LG