Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება სურს


სერბიის ყოფილი ოლქის, ნაწილობრივ დამოუკიდებლად აღიარებული კოსოვოს პრეზიდენტმა, ატიფეტე იაჰიაგამ, დამოუკიდებლობის გამოცხადების აღნიშვნასთან დაკავშირებით გამოაცხადა, რომ კოსოვოს მიზანია ევრკავშირსა და ნატოში გაწევრიანება. მან თქვა, რომ კოსოვოს ხალხმა დაიწყო „ისტორიის ახალი თავი, მშვიდობის, დამოუკიდებლობის, თანამშრომლობის და ორმხრივი პატივისცემის თავი“. მან ეს განაცხადა ნატოს მიერ გაწვთნილი უსაფრთხოების ძალების აღლუმზე, კვირას. კვირას გამართულ ღონისძიებების რიგში იყო პარლამენტის საგანგებო სესია, ასევე კონცერტი პრიშტინის ცენტრალურ ბულვარზე. 2008 წლის 17 თებერვალს, ეთნიკური ალბანელების მიერ სერბიისგან ცალმხრივად გამოყოფის გამოცხადების შემდეგ, კოსოვო აღიარა ასამდე ქვეყანამ.
XS
SM
MD
LG