Accessibility links

logo-print

გრძელდება ჰელენ კლარკის ვიზიტი საქართველოში


სახელმწიფო ადმინისტრირების რეფორმის მნიშვნელობაზე იმსჯელეს 18 თებერვალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ადმინისტრატორმა ჰელენ კლარკმა. ის საქართველოს 3-დღიანი ვიზიტით, კვირას, 17 თებერვალს ეწვია. ”ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს პარლამენტში განსახორციელებელ პროექტებზე, რადგანაც პარლამენტს სჭირდება მეტი ცოდნა, გამოცდილება, სათანადო ინსტრუმენტები იმისთვის, რომ განახორციელოს თავისი ფუნქცია. ჩვენ, ცხადია, ვისაუბრეთ ქვეყნის დღევანდელ მდგომარეობაზე, იმაზე თუ როგორ უნდა დავაღწიოთ თავი დღევანდელ გარდამავალ პერიოდს მშვიდობიანად და ახალმა მთავრობამ შეძლოს იმ პოლიტიკის გატარება, რომელიც ხალხისთვის იქნება სასარგებლო”, - უთხრა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს, ჰელენ კლარკთან შეხვედრის შემდეგ. წინასწარი ინფორმაციით, 3-დღიანი ვიზიტის ფარგლებში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ადმინისტრატორი ხელისუფლების, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების არაერთ წარმომადგენელს შეხვდება. 17 თებერვალს ის იმყოფებოდა კაჭრეთში, სადაც მან პროფესიული კოლეჯი და სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრი მოინახულა.
XS
SM
MD
LG