Accessibility links

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების პროცედურები დამტკიცდა


საქართველოს მთავრობამ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცედურები და კრიტერიუმები დაამტკიცა. დამტკიცდა ასევე რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის განახლებული შემადგენლობა, რომელიც რეგიონებიდან შემოსულ პროექტებს განიხილავს და მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს. სამთავრობო კომისია მუშაობას უკვე შეუდგა და პროექტების მიღების ბოლო ვადად 11 მარტის 16:00 საათით განისაზღვრა. როგორც 18 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ, წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთვის 200 მილიონი ლარია გამიზნული. შარშან ეს მაჩვენებელი 60 მილიონ ლარს შეადგენდა. ამ ეტაპისთვის უკვე განსაზღვრულია საპროექტო წინადადებების პრიორიტეტებიც - ფონდიდან დაფინანსდება სამშენებლო-სარეაბილიტაციო პროექტები სხვადასხვა მიმართულებით, მაგალითად ეს შეეხება: ხიდების, გზების მშენებლობასა თუ წყლის სისტემებისა და გარე განათების რეაბილიტაციას.
XS
SM
MD
LG