Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგზიტპოლების შედეგებით სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ლიდერობს სერჟ სარქისიანი


ისომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა, სავარაუდოდ, შეინარჩუნა პრეზიდენტის პოსტი. სომხეთის სახელმწიფო ტელევიზიის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების თანახმად, რომელთა შედეგები კენჭისყრის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა, სერჟ სარქისიანმა ხმათა 58 პროცენტი მიიღო და მომდევნო ხუთი წლის განმავლობაშიც უხელმძღვანელებს სომხეთს. არჩევნების დღეს „გელაპ ინტერნეშნლის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების თანახმად, ამომრჩეველთა ხმების 32 პროცენტი მოიპოვა სომხეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, რაფი ჰოვანისიანმა. ორშაბათს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები მეხუთეა სომხეთში 1991 წლის, ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 60-მა პროცენტმა.
XS
SM
MD
LG