Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ნესტლემ” ცხენის ხორცის შემცველობის გამო იტალიისა და ესპანეთის ბაზრებიდან ერთ-ერთი პროდუქტი ამოიღო


”ნესტლემ” იტალიისა და ესპანეთის ბაზრებიდან თავისი ერთ-ერთი პროდუქტი გაიტანა მას შემდეგ, რაც საქონლის ხორცის შემცველ პროდუქტში ცხენის ხორცის კვალი აღმოჩნდა. მსოფოლიოს საკვების უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ცხენის ხორცის შემცველობა საქონლის ხორცის რავიოლიში ერთ პროცენტზე მეტი იყო, რაც ბრიტანეთის სურსათის უვნებლობის სააგენტოს რეგულაციით, ფალსიფიკაციად, უხეშ დაუდევრობად ფასდება. შვეიცარიული კომპანია აცხადებს, რომ ფალსიფიცირებული საქონლის ხორცი გერმანული კომპანიისგან შეისყიდა. ”ნესტლე” აგრეთვე აპირებს, რომ საფრანგეთის ბაზრიდან ამოიღოს გაყინული ხორცის პარტია, რომელიც მისგან რესტორნებმა შეისყიდეს. საქონლის ხორცის იარლიყით ცხენის ხორცის გასაღების თაობაზე სკანდალი ევროპაში გასულ თვეში დაიწყო.
XS
SM
MD
LG