Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეცნიერები ენის სახელმწიფო კომისიის შექმნას მოითხოვენ


მეცნიერები ენის სახელმწიფო კომისიის შექმნას მოითხოვენ
please wait

No media source currently available

0:00 0:03:44 0:00
გადმოწერა

1999 წლის 17 ნოემბერს გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ 21 თებერვალი გამოაცხადა დედაენის საერთაშორისო დღედ, რომელიც წელს უკვე მეთოთხმეტედ აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. საქართველოში კი თანდათან სულ უფრო აქტუალური ხდება ქართული ენის ბარბარიზმებისგან დაცვის საკითხი. ენათმეცნიერები ამბობენ, რომ ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებათა ეპოქაში ენა მუდმივად განიცდის სხვა ენების გავლენას. საქართველოში ეს პროცესი უკონტროლოა, რის გამოც ენა თანდათან მახინჯდება, ხალხის მეტყველებაში კი მკვიდრდება არასწორი ტერმინები ან, სულაც, ბარბარიზმები. ენათმეცნიერთა აზრით, ახალი ტერმინების ნაწილი შეიძლება პირდაპირ დაინერგოს, ნაწილისთვის კი საჭიროა ქართული ანალოგის მოძებნა ან ახალი ტერმინების შექმნა; ამ საკითხების მოსაგვარებლად, როგორც ბევრი მეცნიერი ფიქრობს, აუცილებელია, ჩამოყალიბდეს ენის სახელმწიფო კომისია.

XS
SM
MD
LG