Accessibility links

logo-print

აშშ-ში რუსეთში ნაშვილები ბიჭუნას სიკვდილის საქმეს იძიებენ


აშშ-ის ხელისუფლები იძიებენ რუსეთში ნაშვილები სამი წლის ბიჭუნას სიკვდილის გარემოებას. რუსეთის ოფიციალურ პირთა ბრალდებით, აშშ-ში მექს შატოს სახელით რეგისტრირებული, ხოლო რუსეთში მაქსიმ კუზმინის სახელით ცნობილი ბიჭი, მოკლა ტეხასში, 21 იანვარს, ქალმა, რომელმაც იშვილა. რუსეთის ბავშვთა უფლებების დამცველი პაველ ასტახოვი, ამერიკელ გამომძიებლებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ქალმა ბავშვი ცემა და აძლევდა ფსიქოტროპულ საშუალებებს. ტეხასის შტატის ბავშვთა დაცვის სამსახურის თანახმად, ეს ბრალდებები ჯერ არ არის დადასტურებული, ის ავტოპსიის პასუხს ელის. რუსეთის საგამოძიებო სამსახურმა გამოთქვა სურვილი, რომ მონაწილეობა მიიღოს გამოძიებაში. რუსეთმა დეკემბერში მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს აშშ-ის მოქალაქეთა მიერ რუსეთში ბავშვის აყვანას.
XS
SM
MD
LG