Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია ფანჯიკიძემ უმცირესობის დეპუტატებს უპასუხა


საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე 19 თებერვალს, პარლამენტში, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელთა შეკითხვებს პასუხობდა. ერთ-ერთ ძირითად აქცენტს წარმოადგენდა ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ არართგზის გამოთქმული ვარაუდი იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობა საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლას ცდილობს. მაგალითად დეპუტატი ნუგზარ წიკლაური დაინტერესდა, თუკი ეს ასე არ არის, მაშინ რატომ აღიარა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მისაბაძად სომხეთის საგარეო პოლიტიკა. როგორც საპასუხოდ განმარტა საგარეო საქმეთა მინისტრმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დადებითი შეფასება შეეხებოდა არა უშუალოდ სომხეთის მიერ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს, არამედ, ზოგადად, ამ ქვეყნის უნარს, რომ დააბალანსოს ერთი შეხედვით შეუთავსებელი ურთიერთობები. 19 თებერვლის სხდომაზე მცირედი კამათი გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრსა და უმცირესობის ლიდერს შორის. მაშინ, როცა მაია ფანჯიკიძემ გამოთქვა უკმაყოფილება იმით, რომ უმცირესობის დეპუტატები მას არ უსმენდნენ და ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ; დავით ბაქრაძემ მას უპასუხა, რომ ”ეს ასეთი წესია” პარლამენტში და რომ დეპუტატები ”უსმენენ იმას, რასაც საჭიროდ თვლიან, რომ მოისმინონ”.
XS
SM
MD
LG