Accessibility links

მალიში ფრანგი ჯარისკაცი მოკლეს


საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის თქმით, სამშაბათს მალიში ექსტრემისტებთან ბრძოლაში ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა. ამ მსხვერპლით ორამდე გაიზარდა აფრიკულ ქვეყანაში საფრანგეთის სამხედრო ინტერვენციის შედეგად, 11 იანვრის შემდეგ დაღუპული ფრანგი ჯარისკაცების რაოდენობა. ოპერაციის მიზანია ექსტრემისტი ისლამისტების განდევნა, რომლებსაც ოკუპირებული ჰქონდათ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილი. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის თქმით სამშაბათს მიმდინარე ბრძოლებში მალიში 20-ზე მეტი ექსტრემისტი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG