Accessibility links

უსუფაშვილი: საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეთანხმება ვერ შედგა


მმართველ გუნდსა და "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" შორის საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში შედეგი ვერ იქნა მიღწეული - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე. მისი თქმით, რამდენიმედღიანი მუშაობის შემდეგ ოპოზიციასთან მიღწეულ იქნა შეთანხმება კონსტიტუციური ცვლილებების ყველა საკითხზე, მაგრამ ამ შეთანხმების რეალიზაციაზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" უარი განაცხადა ბოლო მომენტში წამოჭრილ სხვა თემაზე - საჯარო მოხელეთა ამნისტიის ფორმაზე და შინაარსზე შეთანხმების ვერმიღწევის გამო.
XS
SM
MD
LG