Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთში ბრიტანეთის პრემიერმა კოლონიალური არმის მიერ დახოცილი დემონსტრანტების მემორიალი მოინახულა


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ კამერონმა, რომელიც ვიზიტადაა ინდოეთში, მოინახულა 1919 წელს, ქალაქ ამრისტარში, ბრიტანეთის კოლონიალური არმიის მიერ დახოცილი მშვიდობიანი დემონსტრანტების მემორიალი. კამერონი ბრიტანეთის მთავრობის პირველი მეთაურია, რომელიც ეწვია მემორიალს. ყვავილებით ძეგლის შემკობის შემდეგ, კამერონმა სტუმართა წიგნში ჩაწერა, რომ 90 წლის წინ მომხდარი ეს მოვლენა, ბრიტანეთის ისტორიისთვის „ღრმად სამარცხვინოა“. ამრისტარში სროლის დროს მაშინ ასეულობით ადამიანი დაიხოცა. ეს გამოსვლა ინდოეთის დამოუკიდებლობისთვის ეროვნული მოძრაობის განვითარებაში წვლილად მიიჩნევა. 1997 წელს ადგილს ესტუმრა დედოფალი ელისაბედ მეორე.
XS
SM
MD
LG