Accessibility links

logo-print

ლავროვი სირიელებს მოლაპარაკების პლატფორმად რუსეთს სთავაზობს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის იმოქმედოს პლატფორმის სახით, სადაც სირიის მთავრობასა და ოპოზიციურ ძალებს შორის მოლაპარაკება შეიძლება შედგეს. ეს ლავროვმა თქვა ოთხშაბათს რუსეთსა და არაბულ სამყაროს შორის გამართული პირველ სხდომის შემდეგ. მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, სირიის მხარეებმა არ დათმონ მოლაპარაკების პირობებიო. ფორუმს ესწრებოდა არაბთა ლიგის გენერალური მდივანი, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსეთის გავლენა საკვანძო იყო ორწლიანი კონფლიქტის გამო შუამავლობის საქმეშიო.
XS
SM
MD
LG