Accessibility links

logo-print

ბრიუსელში გაგრძელდა სერბიის და კოსოვოს პრემიერების შეხვედრა


სერბიის და კოსოვოს პრემიერ-მინისტრები ბრიუსელში განაგრძობენ შეხვედრას ევროკავშირის შუამავლობით. ცნობა, კოსოვოს ლიდერის, ჰაშიმ ტაჩის და სერბი კოლეგის, ივიცა დაჩიჩის შეხვედრის დეტალებზე არ გავრცელებულა. ორივე პოლიტიკოსმა ცალ-ცალკე გამართეს მოლაპარაკება კეტრინ ეშტონთან, ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურ ლიდერთან. ეს ამგვარი მოლაპარაკების მეხუთე რაუნდია. სერბიის ყოფილი ოლქი კოსოვო, დამოუკიდებელ ქვეყნად ასამდე სახელმწიფომ აღიარა. ის არ უღიარებიათ გაეროს და ევროკავშირის ყველა წევრს. სერბია არ ემხრობა თავისი ყოფილი რეგიონის გამოყოფას, მაგრამ ჩაერთო მოლაპარკებაში, რათა მიიღოს იქ სერბული უმცირესობის უსაფრთხოების გარანტიები და გაიზარდოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები.
XS
SM
MD
LG