Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ბაქრაძე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებს


პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებს გამოეხმაურა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე, რომლის თქმითაც ”ნაციონალური მოძრაობა” მოლაპარაკებების პროცესში არა უპირობო დაცვის გარანტიებს, არამედ პოლიტიკური დევნის შეწყვეტას მოითხობდა. ”15 ათასზე მეტი ადამიანი ამ ქვეყანაში დაკითხულია ერთადერთი ნიშნით, რომ ისინი იყვნენ ან არიან დაკავშირებული ნაციონალურ მოძრაობასთან, ამიტომ, თუ ჩვენ ვსაუბრობთ ნორმალურ ცხოვრებაზე, ნორმალურ ურთიერთობაზე და ერთ ქვეყანაში ურთიერთობის დალაგებაზე, რა თქმა უნდა, ამ პროცესის შეჩერების გარეშე ეს არის წარმოუდგენელი, ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე”, - განუცხადა ბაქრაძემ ჟურნალისტებს 20 თებერვალს.
XS
SM
MD
LG