Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ქართული ოცნება” პარლამენტს წარუდგენს კანონპროექტს საჯარო მოხელეთა ამნისტიის შესახებ


პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ნაციონალური მოძრაობის პოზიციის მიუხედავად, ”ქართული ოცნება” მოამზადებს და 2 კვირის ვადაში პარლამენტს წარუდგენს კანონპროექტს საჯარო მოხელეთა ამნისტიის შესახებ, რომლის მიხედვითაც სრული და უპირობო ამნისტია გამიზნული იქნება ”საშუალო და ქვედა რგოლის საჯარო მოხელეებისთვის - 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ჩადენილი ყველა დანაშაულისთვის, გარდა ძალადობრივი, კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული და სხვა მსგავსი მძიმე დანაშაულებებისა.” პროექტში ასევე გათვალისწინებული იქნება ნაწილობრივი ამნისტია მაღალი რანგის თანამდებობის პირებისთვის, რომლის მიხედვითაც ისინი ”გათავისუფლდებიან სისხლის სამართლებრივი სასჯელისგან დანაშაულის აღიარებისა და 5 წლამდე ვადით საჯარო სამსახურში ყოფნის აკრძალვის პირობით.”
XS
SM
MD
LG