Accessibility links

logo-print

”ნაციონალური მოძრაობის” მოთხოვნა დიალოგის ჩაშლის მიზეზად იქცა


უშედეგოდ დასრულდა მოლაპარაკებები საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა 20 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე, მიუხედავად იმისა, რომ მოხერხდა მხარეთა შეთანხმება კონსტიტუციური თემატიკის ყველა საკითხთან დაკავშირებით, საბოლოო შედეგის მიღწევა ვერ მოხერხდა უმცირესობის შეთავაზების გამო - საჯარო მოხელეთა ამნისტიასთან დაკავშირებით. უსუფაშვილის განმარტებით, ”ნაციონალური მოძრაობა” ითხოვდა სრულ და უპირობო ამნისტიას ”ყველასთვის, გარდა პრეზიდენტისა, მინისტრებისა და პარლამენტის წევრებისა, 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ჩადენილი ყველა დანაშაულისთვის, გარდა ძალადობრივი, კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული და სხვა მსგავსი მძიმე დანაშაულებებისა.” თუმცა ეს მოთხოვნა მიუღებელია საპარლამენტო უმრავლესობისთვის. ”ამ საკითხზე დათანხმება არ შეგვიძლია იმიტომ, რომ ეს იქნება არასწორი, ეს იქნება უსამართლობა, ეს იქნება ჩვენი საარჩევნო დაპირებების უკან წაღება და ჩვენ ვერანაირ პასუხს ვერ გავცემთ ქართველ ხალხს - თუ რატომ ვპატიებთ ყველას ყველაფერს, გარდა მთავრობის წევრებისა, პრეზიდენტისა და პარლამენტის წევრებისა. ჩვენ არ ვწყვეტთ დიალოგს ოპოზიციასთან, მაგრამ ვერც მხოლოდ უშედეგო დიალოგით შემოვიფარგლებით”, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა 20 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე.
XS
SM
MD
LG