Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით უსუფაშვილი: საკონსტიტუციო ინიციატივის მთავარი ამოცანა მიღწეულია


საპარლამენტო უმცირესობის შეთავაზების მიხედვით, ამნისტიის საკითხზე შეთანხმების გარეშე შეუძლებელია ”კონსტიტუციის საკითხებზე შეთანხმების რეალიზება” - ამის შესახებ ჟურნალისტებს 20 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა. საუბარია საჯარო მოხელეთა ამნისტირების პერსპექტივებზე, რომელთა გარშემო შეუთანხმებლობამაც ჩაშალა მოლაპარაკებები საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობას შორის. დავით უსუფაშვილის ინფორმაციით, საკონსტიტუციო ცვლილებას პრეზიდენტის მიერ მთავრობის ერთპიროვნულად შექმნის აკრძალვის თაობაზე კენჭი ეყრება ”საჭიროების მიხედვით, პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე”, ხოლო პარლამენტის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებულ ცვლილება კენჭისყრაზე არ დადგება საგაზაფხულო სესიის ბოლომდე. პარლამენტის თავმჯდომარე თვლის, რომ საკონსტიტუციო ინიციატივის მთავარი ამოცანა უკვე მიღწეულია. ”პრეზიდენტის ხელში არსებული დესტაბილიზაციის იარაღი მსოფლიოს დემოკრატიული თანამეგობრობის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ მოექცა და, საჭიროების შემთხვევაში, მხოლოდ ქართველ ხალხს არ მოუხდება მისი განიარაღება", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა 20 თებერვალს.
XS
SM
MD
LG