Accessibility links

საკრებულოს ფრაქცია ”ნაციონალურ მოძრაობას” ახალი თავმჯდომარე ჰყავს


თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა 20 თებერვალს ფრაქციის თავმჯდომარედ კოკი იონათამიშვილი აირჩიეს. ახალი თავმჯდომარის არჩევის საჭიროება მას შემდეგ გაჩნდა, რაც ეს პოსტი 19 თებერვალს ნიკოლოზ ხაჩირაშვილმა დატოვა. კოკი იონათამიშვილის განცხადებით, ”პოლიტიკური ზეწოლა მეტი თუ ნაკლები ინტენსივობით” ხორციელდება ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე” და მათ შორის - თბილისის საკრებულოშიც და ამას საზოგადოებაც ხედავს. პოლიტიკურ დევნას გამორიცხავს საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, რომელმაც 20 თებერვალს უთხრა ჟურნალისტებს, რომ ”უახლოეს დღეებში ხაჩირაშვილის მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებენ ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” სხვა დეპუტატებიც.” ნიკოლოზ ხაჩირაშვილმა, რომელიც ამ პოსტს 2010 წლიდან იკავებდა, ფრაქციის დატოვების მიზეზად ”ნაციონალურ მოძრაობასთან” ბოლო პერიოდში საერთო შეხედულებებისა და პოზიციების არარსებობა დაასახელა. წინასწარი ინფორმაციით, ნიკოლოზ ხაჩირაშვილი საკრებულოში შესაძლოა დამოუკიდებელ დეპუტატად დარჩეს.
XS
SM
MD
LG