Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელებთან მოლაპარაკების ისრაელის უწყებას ციპი ლივნი უხელმძღვანელებს


ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეტანიაჰუს სურს, რომ ზომიერი პოლიტიკოსი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ციპი ლივნი ჩაუდგეს სათავეში უწყებას, რომელიც პალესტინელებთან სამშვიდობო მოლაპარაკების განახლებას შეეცდება. ნეტანიაჰუმ განაცხადა, რომ ლივნი ასევე იმუშავებს იუსტიციის მინისტრად ახალ მთავრობაში, რომელიც ყალიბდება იანვრის არჩევნების შემდეგ. ლივნი, რომელიც ხშირად აკრიტიკებმა ნეტანიაჰუს, პრემიერის თქმით, მთავრობაში ადგილს დაიკავებს, რადგან კაბინეტი „ფართო და სტაბილური“ უნდა იყოს. ლივნი ადრე წარმართავდა მოლაპარაკებებს პალესტინელებთან. პალესტინელეთა თვითმმართველობის თანახმად, მოლაპარაკებების განახლება გაჭირდება, სანამ ისრაელი არ შეწყვეტს ავტონომიის ტერიტორიებზე დასახლებების მშენებლობას.
XS
SM
MD
LG