Accessibility links

logo-print

ერევანში საპროტესტო აქცია გაიმართა


ერევანში ოპოზიციის ათასობით მომხრემ მიიღო მონაწილეობა აქციაში, რომელიც ორშაბათს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაპროტესტების მიზნით გაიმართა. ამ შედეგებმა გამარჯვება არგუნა პრეზიდენტ სერჟ სარქისიანს. მისი მთავარი მეტოქის, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, რაფი ოვანესიანის მხარდამჭერები დღეს ერევნის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ და არჩევნების შედეგების გაუქმება მოითხოვეს. ოფიციალური მონაცემებით, სარქისიანს ხმების 58.64 პროცენტი ერგო, ოვანესიანს - 36.75 პროცენტი. ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა, კეთრინ ეშტონმა და გაფართოების კომისარმა, შტეფან ფიულემ დღეს განაცხადეს, რომ ამ არჩევნებზე სომხეთმა დემოკრატიული პროგრესი გამოავლინა - თუმცა ხაზი გაუსვეს, რომ ქვეყანამ ყურადღება უნდა მიაქციოს ხარვეზებს, რომლებიც არჩევნების საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღწერეს. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლების შეფასებით, არჩევნებზე რეალური კონკურენცია არ შედგა - მას შემდეგ, რაც გასულ წელს ორმა გავლენიანმა პოლიტიკოსმა მოხსნა თავისი კანდიდატურა.
XS
SM
MD
LG