Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოსკარ პისტორიუსის საქმის მთავარ გამომძიებელს ბრალი დასდეს მკვლელობის მცდელობაში


სამხრეთი აფრიკის პოლიციის განცხადებით, ოსკარ პისტორიუსის საქმეში მთავარ გამომძიებელს ბრალად ედება მკვლელობის მცდელობა. პოლიციის წარმომადგენელმა დღეს განაცხადა, რომ გამომძიებელ ჰილტონ ბოთას ბრალად ედება მკვლელობის შვიდი მცდელობა, როცა მან, არსებული ინფორმაციით, 2009 წელს ტაქსის გაუხსნა ცეცხლი მისი შეჩერების მიზნით. არ არის დაზუსტებული გააგრძელებს, თუ არა ბოთა პისტორიუსის საქმეზე მუშაობას. ოთხშაბათს პისტორიუსის საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომაზე პოსტორიუსის ადვოკატმა გულდასმით დაკითხა ჰილტონ ბოთა. ბოთამ აღიარა, რომ მტკიცებულებების შეგროვებისას რაღაც შეცდომები იყო დაშვებული. ბოთამ ვერ მოახერხა დაპირისპირებოდა პისტორიუსის განცხადებას, რომ ერთი კვირის წინ მან შემთხვევით მოკლა თავისი მეგობარი ქალი. პარაოლიმპიელ ოსკარ პისტორიუსს მეგობარი ქალის განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი.
XS
SM
MD
LG