Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანს ”სერიოზულ” და ”არსებით” წინადადებას შესთავაზებენ


დასავლელი დიპლომატის თანახმად, ირანთან მოლაპარაკებებში ჩართული ქვეყნების ექვსეული ირანს ”სერიოზულ” და ”არსებით” წინადადებას შესთავაზებ მომავალ კვირაში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე. 26 თებერვალს ყაზახეთში გაიმართება მორიგი მოლაპარაკებები ირანისა და მეორე მხრივ ქვეყნების ექვსეულის: ბრიტანეთის, ჩინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის. დასავლელმა დიპლომატმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა არჩია და განაცხადა მხოლოდ ის, რომ ახალი წინადადება ”მნიშვნელოვან ახალ ელემენტებს” შეიცავს. გასულ წელს გამართულ რამდენიმე შეხვედრას ირანის ბირთვული პროგრამის საკითხზე შედეგი არ მოჰყოლია.
XS
SM
MD
LG