Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის მისიის თავმჯდომარე დავით ზალკალიანს შეხვდა


20 თებერვალს საქართველოში ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი ანჯეი ტიშკევიჩი შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანს. ზალკალიანი ახლახან დაინიშნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციის თავმჯდომარედ. გაცნობითი ხასიათის ამ შეხვედრაზე ისაუბრეს კონფლიქტთან დაკავშირებულ უსაფრთხოების, განსაკუთრებით გადაადგილების თავისუფლების საკითხებზე. მინისტრის მოადგილემ შეაქო მისია სამეთვალყურეო საქმიანობისთვის, რომელიც ხელს უწყობს სტაბილურობას ადმინისტრაციული საზღვრის ზოლში. ეს ცნობა სამეთვალყურეო მისიის ვებსაიტზეა გამოქვეყნებული.
XS
SM
MD
LG