Accessibility links

logo-print

”ნაციონალური მოძრაობა” მიტინგის ორგანიზებას იწყებს


”ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი საქართველოს მოსახლეობას მიტინგის გამართვისკენ მოუწოდებს. როგორც ვანო მერაბიშვილმა განაცხადა 21 თებერვალს, საგანგებოდ დაანონსებულ ბრიფინგზე, საგარეო პოლიტიკური კურსის უცვლელობის მხარდასაჭერი მიტინგი გაიმართება 19 აპრილს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის ძველი შენობის წინ. ”მე ვიწყებ და ჩემი მეგობრები ვიწყებთ საქართველოს ტერიტორიაზე ყველა რეგიონში ჩასვლას. თბილისის თითეულ ქუჩაზე, თითეულ უბანში შეხვედრას ადამიანებთან, მათ მოსმენას და მათ მოწვევას, რათა ჩვენ დღევანდელ ხელისუფლებას დავანახოთ, რომ ქართველი ხალხის ნება ურყევია და ჩვენი მომავალი არის დასავლეთისაკენ და ჩვენი მომავალი არ არის რუსეთისაკენ”, - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა. მისი თქმით, მიტინგზე უნდა მოვიდეს ყველა პატრიოტი და მათ საკუთარი პოზიცია უნდა გამოხატონ ახალი ხელისუფლების ”ბუნდოვან და არამკაფიო პოზიციასთან” მიმართებით.
XS
SM
MD
LG