Accessibility links

სომხეთში სარქისიანის ხელმეორედ არჩევის მიმართ საპროტესტო გამოსვლა გაგრძელდა


სომხეთის დედაქალაქში დღეს ოპოზიციის ასეულობით მოხრე კვლავ გავიდა ქუჩაში, რათა პროტესტი გამოეთქვა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების და მასში სერჟ სარქისიანის გამარჯვების მიმართ. ოთხშაბათს ათასობით დემონსტრანტი, სარქისიანის მთავარი მეტოქის, მეორე ადგილზე გასული, რაფი ჰოვანესიანის მომხრეები, ერევნის თავისუფლების მოედანზე შედეგების გაუქმებას მოითხოვდნენ. სარქისიანმა 18 თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების თითქმის 59 პროცენტით გაიმარჯვა და აჯობა ჰოვანესიანს, რომელმაც 37 პროცენტი მიიმხრო. ხუთშაბათს ამ ორ პოლიტიკოსს შორის შეხვედრა შედგა.
XS
SM
MD
LG