Accessibility links

logo-print

პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ისლამისტთა ყოფილი ლიდერის დაპატიმრება


პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ფაქტი, რომ ავღანეთის უშიშროების ძალებმა დააპატიმრეს პაკისტანის თეჰრიქ-ე-თალიბის ისლამისტური გაერთიანების ერთ-ერთი ყოფილი საველე მეთაური მულვი ფაქირ მუჰამადი. სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ ავღანეთი დავაკებულს ისლამაბადს გადასცემს. დაკავებულსა და სხვა ლიდერებს შორის 2011 წელს აზრთა სხვადასხვაობა გაჩნდა იმის თაობაზე, დაეწყო თუ არა ორგანიზაციას მთავრობასთან სამშვიდობო მოლაპარაკება.
XS
SM
MD
LG