Accessibility links

logo-print

ახალი, „სიცოცხლის მეცნიერებებში გარღვევის პრემია“, 11 მეცნიერს მიენიჭა


11 მეცნიერს მიენიჭა ახლადშემოღებული, „სიცოცხლის მეცნიერებებში გარღვევის პრემია“, რომელსაც გასცემენ მედიცის დარგში მიღწევებისთვის. თითოეული მათგანი მიიღებს სამ მილიონ დოლარს, რაც ორჯერ აღემატება ნობელის პრემიას. „სიცოცხლის მეცნიერებებში გარღვევის ფონდი" დააარსეს ცნობილმა მეწარმეებმა, რომელთა შორის არიან გუგლის თანადამფუძნებელი, სერგეი ბრინი, ფეისბუკის დამაარსებელი, მარკ ცუკერბერგი, ასევე იური მილნერი და სხვები. ფონდის მიზანია ადამიანის სიცოცხლის გახანგძლივების მცდელობების, დაავადებებთან გენური ტექნოლოგიის გზით ბრძოლის კვლევის წახალისება. მომავალში ფონდი აპირებს გასცეს ხუთი პრემია, სამ-სამი მილიონი დოლარის ოდენობით.
XS
SM
MD
LG