Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი კუბის ვალებს ჩამოწერს


რუსეთი პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც კუბას საბჭოთა კავშირის დროინდელი მულტიმილიარდიანი ვალი ჩამოეწერება. მედვედევმა ჰავანაში, კუბის პრეზიდენტ რაულ კასტროსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ კუბის 30 მილიარდ დოლარიანი ვალის ნაწილი ეპატიება, ნაწილის კი რესტრუქტურიზაცია მოხდება 10 წლის განმავლობაში. რუსეთ-კუბის შეთანხმების შედეგად რუსეთი ჰავანას 650 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკას მიაქირავებს.
XS
SM
MD
LG