Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერგნეთში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს


სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი ინფორმაციით, ქართული მხარე აპირებდა ბოლო პერიოდში რუსი მესაზღვრეების მიერ ოკუპაციის ზოლის გამაგრების ფაქტის გაპროტესტებას და ასევე სოფელ დიდ ხურვალეთში ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებისა და თავისუფალი გადაადგილების საკითხების წამოჭრას. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, მოახლოებული საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დაწყებიდან გამომდინარე, ქართული მხარე ასევე გეგმავდა ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე ადგილობრივების უსაფრთხოების და გასულ წელს გატაცებული სამშენებლო ტექნიკის გადმოცემის საკითხების განხილვასაც.
XS
SM
MD
LG