Accessibility links

რუსეთში აშშ-ის ელჩი: შეწყდეს ნაშვილები ბიჭის სიკვდილის „გამოყენება“


აშშ-ის ელჩმა რუსეთში, მაიკლ მაკფოლმა მოწოდება გამოთქვა, შეწყდეს ამერიკული ოჯახის მიერ ნაშვილები ბიჭის სიკვდილის ფაქტის „სენსაციისთვის გამოყენება“. გასულ კვირაში გამოთქვეს რუსეთის ოფიციალურმა პირებმა და კანონმდებლებმა ბრალდება, რომ რუსეთში ნაშვილები სამი წლის ბიჭი, მაქსიმ კუზმინი მოკლა ტეხასელმა ქალმა, რომელმაც იშვილა. მაკფოლმა თავის ბლოგში დაწერა, რომ რუსეთის მედიის მიერ ამერიკელების უარყოფითად წარმოსახვამ ის ერთობ შეაწუხა. მისი თქმით, აშშ-ის გამომძიებლები გულმოდგინედ იძიებენ საქმეს და ჯერ არ გარკვეულა ბიჭის დაღუპვის მიზეზი. რუსეთის საგარეო მინისტრი, სერგეი ლავროვი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი ამ თემაზე მათი შეხვედრისას ისაუბრებენ მომავალ კვირაში.
XS
SM
MD
LG