Accessibility links

ირანზე განახლდა ზეწოლა ცენტრიფუგების განახლების შესახებ გაეროს ანგარიშის შემდეგ


ირანზე განახლდა ზეწოლა მას მერე, რაც გაეროს ატომურმა სააგენტომ გამოაქვეყნა ანგარიში, ირანის მიერ ურანის გასამდიდრებელი, განახლებული ცენტრიფუგების დამონტაჟების თაობაზე. აშშ-ის აზრით, ეს თეირანის „პროვოკაციული ნაბიჯია“. ბრიტანეთმა ცნობის გამო სერიოზული შეშფოთება გამოთქვა. ირანის რეგიონულმა მეტოქემ ისრაელმა გამოაცხადა, რომ ირანი ახლა როგორც არასოდეს ახლოსაა შექმნას ბომბისთვის საჭირო მასალა. ირანი უარყოფს, რომ მისი მცდელობა ბომბის შექმნისკენაა მიმართული. მომავალ კვირაში ყაზახეთში გიმართება ირანის წარმომადგენელთა შეხვედრა გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებსა და გერმანიასთან. მსჯელობის თემა ირანის ბირთვული პროგრამა იქნება.
XS
SM
MD
LG