Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერგნეთში მორიგი შეხვედრა გაიმართა


სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მხარეები საგაზაფხულო სასოფლო სამეურნეო სამუშაოების უსაფრთხო ჩატარებაზე შეთანხმდნენ. მიღწეული შეთანხმების მიხედვით ცხელი ხაზის მეშვეობით მხარეები სამუშაოების ჩატარების შესახებ ინფორმაციას გაცვლიან. ქართულმა მხარემ დღესვე რუსეთის მესაზღვრეების მიერ სოფელ ხურვალეთთან ეგრეთწოდებული საზღვრის მავთულხლართებით მონიშვნის გამო პროტესტი გამოთქვა. საქართელოს დელეგაციის წევრმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს, წარომადგენელმა, კახა ქემოკლიძემ ჟურნალისტებს ერგენთში შევხედრის შემდეგ უთხრა, რომ არგუმენტირებული პასუხი ვერც რუსული და ვერც ოსური მხრიდან ვერ მივიღეთ, რატომ ხდება ეს პროცესიო. ოსურმა მხარემ დღევანდელ შეხვედრაზე მარეკ დუდაევის გათავისუფლების საკითხი კიდევ ერთხელ წამოჭრა.
XS
SM
MD
LG