Accessibility links

logo-print

გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს პარაოლიმპიელი ათლეტი, ოსკარ პისტორიუსი


სამხრეთაფრიკელი პარაოლიმპიელი ათლეტი, ოსკარ პისტორიუსი, რომელსაც მეგობარი ქალის, მოდელ, რივა სტენკამპის მოკვლა ბრალდება, გირაოს სანაცვლოდ საპატიმროდან გაუშვეს. ეს გადაწყვეტილება პრეტორიის სასამართლომ მიიღო ოთხდღიანი განხილვის შემდეგ. მოსამართლე დეზმონდ ნაირმა, რომელიც არ დაეთანხმა პროკურატურის დასკვნებს, განაცხადა, რომ არ ესმის, რატომ ესროლა პისტორიუსმა აბაზანაში დამალულ სტენკამპს ისე, რომ არც კი გაარკვია, ვინ იყო კარს უკან. მკვლელობა 14 თებერვალს მოხდა, პისტორიუსის ბინაში. სპორტსმენი ამტკიცებს, რომ შეცდომით ესროლა მეგობარს, რადგან ის მძარცველად მიიჩნია.
XS
SM
MD
LG