Accessibility links

ნატო: ავღანელი და უცხოელი ძალების მომავალზე გადაწყვეტილება არ არის მიღებული


ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, ჯერჯერობით არ არის მიღებული გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ რა ზომის იქნება ავღანეთის უსაფრთხოების ძალები მას შემდეგ, რაც 2014 წელს ავღანეთიდან ალიანსის ძალები გამოვლენ. მედიაში გავრცელებული ცნობებით, ნატოს სურს ავღანეთის ძალები 2018 წლამდე მაქსიმალურ რაოდენობას - 352,000-ს - გაუტოლდეს. ეს ნაბიჯი ნატოს მილიარდობით დოლარი დაუჯდება. რასმუსენი განცხადებებით ბრიუსელში გამოვიდა, ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების ორდღიანი შეხვედრის ბოლოს. მისი თქმით, ავღანეთის ძალები რაოდენობის თვალსაზრისითაც იზრდება და ხარისხობრივადაც. რასმუსენმა დასძინა, რომ 2014 წლის შემდეგ ავღანეთში ნატოს საწვრთნელი მისია ბევრად უფრო მცირე იქნება - თუმცა კონკრეტული რიცხვი არ უთქვამს.
XS
SM
MD
LG