Accessibility links

logo-print

ირანი არ წავა დათმობებზე ბირთვულ სფეროში ალმა-ათის მოლაპარაკების დროს


ირანი აცხადებს, რომ სამშაბათის შეხვედრაზე, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებსა და გერმანიასთან, ყაზახეთში, არანაირ დათმობებზე არ წავა. ბირთვულ სფეროში მოლაპარაკებებზე ირანის წარმომადგენელმა, საიდ ჯალილმა შაბათს თქვა, რომ „ირანი არ შეასრულებს მეტს, ვიდრე მისი ვალდებულებაა და არ დათანხმდება ნაკლებს, ვიდრე მისი უფლებაა“. „ისნას“ სააგენტოს თანახმად, ჯალილიმ განაცხადა, რომ ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს ირანი მთლიანად ასრულებს. ამასთან, თეირანს აქვს უფლება, განავითაროს სამშვიდობო ბირთვული პროგრამები. დასავლეთი ეჭვობს, რომ ირანის ბირთვული იარაღის შექმნას ესწრაფვის. ირანის ბრალდებას უარყოფს. ცხრათვიანი შესვენების შემდეგ სამშაბათს განახლდება მოლაპარაკება ირანსა და ექვს ქვეყანას შორის, ესენია: აშშ, ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, რუსეთი და ჩინეთი.
XS
SM
MD
LG