Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთის პარლამენტთან ათასობით დემონსტრანტმა საპროტესტო გამოსვლა მოაწყო


დღეს ესპანეთის პარლამენტის შენობასთან, ათასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია მოაწყო. პროტესტი მიმართული იყო მთავრობის გეგმის წინააღმდეგ, განახორციელოს მომჭირნეობის ზომები. შაბათის გამოსვლა მოეწყო 1981 წელს მთავრობის დამხობის წარუმატებელი მცდელობის დღეს. მაშინ ამ მცდელობის უკან ესპანელი მემარჯვენე სამხედრო ოფიცრები იდგნენ. დღევანდელი აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ესპანეთი ახლა „ფინანსური გადატრიალების“ წინაშეა. მათ დაადანაშაულეს ბანკები და საფინანსო ბაზრები ეკონომიკურ კრიზისში. ევროზონაში ვალებით გამოწვეულმა კრიზისმა ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარტყმა ესპანეთს მიაყენა. ეკონომიკური ზრდა იქ შეჩერებულია, უმუშევრობამ 26 პროცენტს მიაღწია.
XS
SM
MD
LG