Accessibility links

logo-print

დევი სირაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ სამივე პირს გირაო შეეფარდა


თბილისის საქალაქო სასამართლომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის, დევი სირაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ სამივე პირს აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილ მინისტრს ლადო ვარძელაშვილს, რომელიც იარაღის უკანონო შენახვაშია ბრალდებული, გირაოს სახით 3 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა; იარაღის უკანონოდ გასაღება, ჩუქებაში ბრალდებულ ვახტანგ ბიჭაშვილს - 6 ათასი ლარი, გაუფრთხილებლობით ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულ ზვიად ქავთარაძეს კი 15 ათას ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრათ.
ბრალდებულებს თანხის გადახდის ვადად 15 დღე განესაზღვრათ და ისინი საპატიმროებს მას შემდეგ დატოვებენ, რაც გირაოს თანხა მთლიანად იქნება დაფარული. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 17 აპრილს, 12:00 საათზე გაიმართება.
XS
SM
MD
LG