Accessibility links

logo-print

სესილია მალმსტრომის დღეს საქართველოში ვიზიტს იწყებს


დღეს, ევროკომისარი საშინაო პოლიტიკის საქმეებში, სესილია მალმსტრომი საქართველოს ეწვევა. ის ოფიციალურ შეხვედრებს ხვალიდან იწყებს.
როგორც “მედიანიუსს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, 25 თებერვალს გაიმართება შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძესა და საშინაო საქმეთა საკითხებში ევროკომისარ სესილია მალმსტრომს შორის. ევროკომისარი საქართველოს სავიზო დიალოგის ფარგლებში ქართული მხარის მიერ შესასრულებელ სამოქმედო გეგმას გადასცემს. ვიზიტის ფარგლებში შედგება სესილია მალმსტრომის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, შინაგან საქმეთა მინისტრებთან და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან.
XS
SM
MD
LG