Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპი: „ჩემი გადადგომა ღვთის ნება იყო„


ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე, სავარაუდოდ, ასი ათასი ადამიანი მივიდა, რათა შესწრებოდა რომის პაპის, ბენედინქტე მე-16-ის, ამ სტატუსით, ბოლო საჯარო მესას. პაპმა იქ შეკრებილთ განუცხადა, რომ მისი გადადგომა ღვთის ნებაა. 85 წლის პაპმა ამას წინათ განაცხადა, რომ ჯანმრთელობის გამო აპირებს 28 თებერვალს გადადგეს. ბენედიქტე მე-16 კათოლიკური ეკლესიის მამამთავრის როლში 27 თებერვალს აპირებს ბოლოჯერ საჯაროდ გამოჩენას. 28-ში ის შეხვდება კარდინალებს და მისი გადადგომა, 600 წლის განმავლობაში, პირველი, ძალაში შევა საღამოს რვა საათზე. ვატიკანმა გამოაცხადა, რომ იმედი აქვს, პაპს, აღდგომამადე, 31 მარტამდე აირჩევს.
XS
SM
MD
LG