Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიაში საპარლამენტო არჩევნები ტარდება


იტალიაში დღეს და ხვალ საპარლამენტო არჩევნები ტარდება. წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, გამარჯვების უკეთესი შანსები აქვვს მემარცხენე ცენტრისტულ კოალიციას, პიერ ლუიჯი ბერსანის თავმჯდომარეობით. თუმცა, მიმომხილველები თვლიან, რომ ის ვერ შეძლებს სტაბილური უმრავლესობის შენარჩუნებას პარლამენტში, რაც საჭიროა მთავრობის შესაქმნელად. მისი მთავარი მეტოქეა მემარჯვენე ცენტრისტული ბლოკი, სილვიო ბერლუსკონის მეთაურობით. ბერლუსკონი ოთხჯერ იყო იტალიის პრემიერ-მინისტრი. არჩევნების შედეგს ხვალ გამოაცხადებენ.
XS
SM
MD
LG