Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ევროპაში მოგზაურობას დაიწყებს


აშშ-ის ახალი სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი, თავის პირველ ტურნეს აწყობს ოკეანის გადმოღმა. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში, კერი, მოკავშირეების „მოსმენის ტურნეს“ აწყობს. კერი ესტუმრება ცხრა ქვეყანას, ის შეჩერდება ბერლინში, ლონდონში, პარიზში, რომში, სადაც სირიის მეგობართა შეხვედრას დაესწრება. შემდეგ ის ჩავა უკვე თურქეთში, ეგვიპტეში, საუდის არაბეთსა და არაბულ საამიროებში. მოგწზაურობას კერი დაასრულებს კატარში.
XS
SM
MD
LG