Accessibility links

კვიპროსში საპრეზიდენტო არჩევნები კონსერვატორმა ანასტასიადესმა მოიგო


კვიპროსში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დღეს ერკინებიან მემარჯვენე ცენტრისტული პარტიის კანდიდატმა, ნიკოს ანასტასიადესმა გაიმარჯვა. მან მიიმხრო ხმის უფლების მქონეთა 57, 5 პროცენტი და დაამარცხა მემარცხენე პარტიის წარმომადგენელი, სტავროს მალასი, რომელსაც 42,5 პროცენტმა მისცა ხმა. ანასტასიადესმა პირობა დადო, რომ მიაღწევს ევროკავშირის მიერ კვიპროსისთვის ეკონომიკური კრიზისისგან თავდასაღწევად დახმარების გამოყოფას.
XS
SM
MD
LG