Accessibility links

logo-print

კარზაიმ ვარდაქის და ლოგარის პროვინციებიდან აშშ-ის სპეცრაზმის გაძევება მოითხოვა


ავღანეთის პროეზიდენტმა, ჰამიდ კარზაიმ თავდაცვის სამინისტროს დაავალა, გაიყვანონ აშშ-ის სპეცდანიშნულების რაზმები ამ ქვეყნის ცენტრალური, ვარდაქის და ლოგარის პროვინციებიდან ორი კვირის განმავლობაში. დავალება სამინისტროს წარმომადგენლებს გადაეცათ უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე. როგორც პრეზიდენტის წარმომადგენელმა, აიმან ფაიზიმ განაცხადა, ამერიკელ სამხედროებს და მათთან ერთად მეომარ ავღანეთის შენაერთებს ადანაშაულებენ ამ რეგიონებში არაუსაფრთხო და არასტაბილური ვითარების შექმნაში. კერძოდ, ფაიზის თანახმად, ვარდაქში ისლამისტი ექსტრემისტების წინააღმდეგ ჩატარებული ერთ-ერთი სპეცოპერაციის შემდეგ დაიკარგა ცხრა ადამიანი. ავღანელ მებრძოლებს, რომლებსაც მხარს უჭერენ ამერიკელი სამხედროები, ბრალდებათ ერთი სტუდენტის სასტიკი მოკვლა, მისთვის თავის მოკვეთა.
XS
SM
MD
LG