Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში ევროკავშირი-უკრაინის სამიტი ჩატარდება


დღეს ბრიუსელში ევროკავშირისა და უკრაინის ლიდერები იკრიბებიან. სამიტის დღის წესრიგის მთავარი საკითხი ევროკავშირსა და უკრაინას შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებაა. მისი მიღწევა ხელს შეუწყობს მხარეებს შორის ვაჭრობის განვითარებას. ევროკავშირმა შეაყოვნა შეთანხმების გაფორმება მანამდე, სანამ უკრაინა სათანადო რეფორმებს გაატარებს - ჩაატარებს თავისუფალ არჩევნებს და აღმოფხვრის ”შერჩევით სამართალს”. ევროკავშირი უერთდება საერთაშორისო პოზიციას, რომ უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს დაპატიმრებას პოლიტიკური ანგარიშსწორება უდევს საფუძვლად. გასულ კვირაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოხატეს სურვილი უკრაინასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწეროს აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტზე ნოემბერში, თუკი უკრაინა საჭირო რეფორმებს გაატარებს.
XS
SM
MD
LG