Accessibility links

ჯონ კერი სახელმწიფო მდივნის რანგში პირველ ტურნეს იწყებს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი საზღვარგარეთის პირველ ტურნეს დიდი ბრიტანეთიდან იწყებს. დღეს ის ლონდონში შეხვდება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონსა და საგარეო საქმეთა მინისტრ უილიამ ჰეიგს. შეხვედრაზე განიხილავენ აშშ-ევროპის ურთიერთობებს, აგრეთვე იმსჯელებენ სირიის, ირანისა და ჩრდილოეთი კორეის საკითხებზე. ლონდონში ვიზიტის დასრულებისას ჯონ კერი პრესკონფერენციას გამართავს და შემდეგ ბერლინში გაემგზავრება. პირველი ტურნეს ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი 9 ქვეყანას ეწვევა ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება ოთხშაბათს რომში დაგეგმილ სირიის ოპოზიციის კონფერენეციაზე დასწრება. წინასწარი ინფორმაციით, სირიის ოპოზიციის საბჭოს ზოგიერთი წევრი არ აპირებს კონფერენციაზე დასწრებას დასავლეთის ქმედუუნარობისადმი პროტესტის გამო.
XS
SM
MD
LG