Accessibility links

logo-print

თბილისის საქალაქო სასამართლო გიგი უგულავას საქმეს განიხილავს


თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურამ ქალაქის მერის, გიგი უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით მილიონი ლარის გირაოს შუამდგომლობა დააყენა და თბილისი მერისათვის უფლებამოსილების შეჩერების თხოვნითაც მიმართა. მილიონის გადახდას არ და ვერ ვაპირებ, იმიტომ, რომ არ მაქვს, - ეს განცხადება თბილისის მერმა გიგი უგულავამ სასამართლო პროცესზე შესვლამდე განაცხადა. როგორც უგულავა აცხადებს, აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით მის მიმართ წაყენებული მოთხოვნები აბსურდულია. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასამართლოს ასევე მიმართა თხოვნით, რათა ძიების პროცესში უგულავას არ მიეცეს საქართველოდან გასვლის უფლება. "გაქცევას აქამდეც არსად ვაპირებდი და ამ სიამოვნებას არ მივანიჭებ ივანიშვილს. რაც შეეხება საგამოძიებო ორგანოებში ყოველ კვირას გამოცხადების შესახებ, მინდა ვთქვა, რომ ეს არის საკუთარ პოლიტიკურ იარაღად ქცეული პროკურატურის "გაბანძება", - განაცხადა უგულავამ. ამასთან, თბილისის მერი ითხოვს, რომ მასთან დაკავშირებულ პროცესებზე მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი მედიის დასწრება. გამოძიება თბილისის მერ გიორგი უგულავას სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ადანაშაულებს.
XS
SM
MD
LG