Accessibility links

logo-print

სირიის მთავრობა ოპოზიციასთან დიალოგის მზადყოფნას გამოთქვამს


სირიის მთავრობა მზად არის გამართოს დიალოგი ოპოზიციასთან, მათ შორის შეიარაღებულ მეამბოხეებთან, რომლებიც რეჟიმის დამხობას გეგმავენო, - ამის შესახებ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვალიდ ალ მუალემმა განაცხადა. ვიდრე მოსკოვში მის კოლეგა, სერგეი ლავროვთან შესახვედრად გაემგზავრებოდა, მუალემმა აღნიშნა, რომ 28 ქვეყნის, მათ შორის რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონიდან ჩასული ექსტრემისტებიან სირიის ოპოზიციის მხარეზე იბრძვიან. მუალემთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე სერგეი ლავროვმა გაიმეორა, რომ მოსკოვი მზარს უჭერს სირიის კონფლიქტის პოლიტიკურ მოწესრიგებას და კვლავ გააფრთხილა მხარეები, რომ სისხლისღვრის გაგრძელება სირიას კოლაფსს უქადის. რუსეთმა მოლაპარაკებისათვის მოსკოვში სირიის ძირითადი ოპოზიციის ლიდერი, მოაზ ალ ხალიდც დაპატიჟა. გაეროს მონაცემებით, სირიაში მიდინარე სამოქალაქო ომის შედეგად, 2011 წლის მარტიდან მოყოლებული ქვეყანაში 70 ათასი ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG