Accessibility links

logo-print

უკრაინის ოპოზიციამ კიევში საპროტესტო აქცია გამართა


კიევის ცენტრში უკრაინის ოპოზიციური პარტია „თავისუფლების“ საპროტესტო აქცია გაიმართა. თავშეყრილ ხალხს სხვა ორატორებთან ერთად, უკრაინის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა არსენი იუაცენიუკმაც მიმართა, რომელმაც ქვეყნის მოქმედ ხელისუფლებას საერთაშორისო სარბიელზე ქვეყნის იმიჯის გაფუჭებაში დასდო ბრალი. დღეს ბრიუსელში ევროკავშირისა და უკრაინის ლიდერები იკრიბებიან. სამიტის დღის წესრიგის მთავარი საკითხი ევროკავშირსა და უკრაინას შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებაა. მისი მიღწევა ხელს შეუწყობს მხარეებს შორის ვაჭრობის განვითარებას. ევროკავშირმა შეაყოვნა შეთანხმების გაფორმება მანამდე, სანამ უკრაინა სათანადო რეფორმებს გაატარებს - ჩაატარებს თავისუფალ არჩევნებს და აღმოფხვრის ”შერჩევით სამართალს”. ევროკავშირი უერთდება საერთაშორისო პოზიციას, რომ უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს დაპატიმრებას პოლიტიკური ანგარიშსწორება უდევს საფუძვლად.
XS
SM
MD
LG